пятница, 24 марта 2017 г.

ვისწავლეთ ტრიოლეტიs დაწერა!

შევისწავლეთ სალექსო ფორმები...
დავაკვირდით ტრიოლეტებს და ამოვიწერეთ ტრიოლეტის ,,ფორმულა'' - მათემატიკოსებს, ხომ ყველაფერი ეადვილებათ, რაც ფორმულებს უკავშირდება! :)
და აი, ფაქტი სახეზეა - არაჩვეულებრივი შედევრიშევქმენით გუნდური მუშაობით.




საშინაო დავალებაც საინტერესოა - მოსწავლეები შეეცდებიან, დააკვირდნენ სონეტებს და ამოიწერონ ფორმულა... ასევე შესწავლილ სალექსო ფორმის გამოყენებასაც შეეცდებიან და შემდეგ პარასკევს, ვიმედოვნებ, ახალი შედევრებით გამაოცებენ :)

ტრიოლეტი ჯგუფური
გადაფურჩქნილა ვარდისფრად ნუში,
მოდის ამინდი ფარისეველი.
თითქოს სინათლე მაკლეა გულში,
გადაფურჩქნილა ვარდისფრად ნუში.
მენატრებოდა ეს სუნი გუშინ
და დღეს სიხარულს აღარც კი ველი.
გადაფურჩქნილა ვარდისფრად ნუში,

მოდის ამინდი ფარისეველი.

რა თქმა უნდა, პატარ-პატარა მუზები სახლშიც გავაყოლე :) და აი, შედეგიც:
(ერთი ტრიოლეტი მსგავ თემაზე უნდა შეგვექმნა, პირველი ორი სტრიქონი ერტად მოვიფიქრეთ და სახლში უნდა დაემთავრებინაც... დანარჩენი კი უკვე მუზუს სიმძლავრეზე იყო დამოკიდებული :) 

ქეთი გიგინეიშვილი მე-8 კლ.

ტრიოლეტი 1
ეზო ვარდისფრად გადაპენტილა,
ჩემი სული კი სიმშვიდეს ითხოვს.
მთებიდან თოვლი ჩამობერტყილა,
ეზო ვარდისფრად გადაპენტილა...
ამის დანახვით გული მეტკინა,
მე თოვლის ტკბილი სიზმები მიხმობს.
ეზო ვარდისფრად გადაპენტილა,
ჩემი სული კი სიმშვიდეს ითხოვს.



ტრიოლეტი 2
რას მეუბნევა შენი თვალები?
თუ არა იმას, რაც შენს გულშია...
შენ ვერ გიშველის ჭრელი კაბები.
რას მეუბნევა შენი თვალები?
ბედნიერება განა ფულშია?!
ჩვენს გრძნობებშია ამოცანები...
რას მეუბნევა შენი თვალები,
თუ არა იმას, რაც შენს გულშია!!!
  


ქეთი უკლება

გადაპენტილა ვარდისფრად ეზო,
 ჩემი სული კი სიჩუმეს ითხოვს.
რას ვაკეთებდით წინა წელს მახსოვს…
 გადაპენტილა ვარდისფრად ეზო.
ჩუმად ვიჯექი ხის ძირას მახსოვს..
და ყველაფერი ჩერდება თითქოს..
 გადაპენტილა ვარდისფრად ეზო,
 ჩემი სული კი სიჩუმეს ითხოვს.


Комментариев нет:

Отправить комментарий