пятница, 28 января 2022 г.

გუნდური ჩანახატი

 ონლაინგაკცეთილი

და 

პირდაპირ სასაუბროში (ჩატში) დაწერილი ჩანახატი.













понедельник, 19 апреля 2021 г.

გაკვეთილი ღია ცის ქვეშ

 ***

გაზაფხულის პირველმა სხივებმა მოიკითხეს დიდხანს მივიწყებული ქვეყანა. გაანათეს მთა და ბარი, მდინარე ააბრჭყვიალეს და ხალხს ფანჯრიდან გამოხედვა აიძულეს. თვალები მიბნელდება ამ ლამაზი სხივებისგან, მელანდება თუ მართლა ვხედავ და მართლა მესმის როგორ საუბრობენ ლოკოკინები. ერთს თურმე ლოკო ქვია, მეორეს კი კინო. საუბრობენ როგორ მონატრებიათ სითბო.

- ამდენი ხანი ჩრდილში ვიჯექი - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ამბობს ლოკო. - ვერავინ მამჩნევდა ისედაც მოცუცქნული სულ გავუჩინარდი, სულ გავქრი, სულ დავიკარგე. მციოდა, მარტო ვიჯექი და მციოდა, გულის ფანცქალით ველოდებოდი გაზაფხულის პირველი სხივების გამოჩენას, ისე დავიღალე მეგონა ვეღარ მოვესწრებოდი, მაგრამ ტყუილად დავიძახე ჰოპლა გადახტომამდე, აგერ შენც ხომ მხედავ როგორ გაბრწყინებული ვუცქერ ამ საოცრებას.

- მართალი ხარ ლოკო - ამბობს კინო - სულ მიგვატოვა და დაგვივიწყა ძველმა ნაცნობმა, ალბათ ბევრი საქმე ჰქონდა თორე ასე არ გაგვწირავდა ჩრდილში დასალპობად, რომ ვუყვარვართ და რომ ღელავს ჩვენზე, სწორედ ამიტომ დაბრუნდა და გაგვახარა ისე როგორც არასდროს, გაგვაბრწყინა ისე როგორც არასდროს, გაგვაცოცხლა ისე როგორც არასდროს. მისმა დანახვამ დამავუწყა ყველაფერი ცუდი რაც ამ ზამთარში გამოვიარე, ისე გავუჩინარდი ერთმა ბიჭმა ლამის ფეხი დამაბიჯა და ლამის მომისწრაფა ისედაც მოკლე ცხოვრება, მაგრამ ჩემმა მეგიბარმა 

ველაფერი დამავიწყა და პირიქით კარგი გამახსენდა, ასეთი რომ არის სწორედ ამიტომ ჰქვია მას მზე.

ასე დასრულდა მათი საუბარი. გაოცებული ვუცქერდი და მივხვდი რომ ის წვიმაც რომელიც მათ ასე ძულთ გაზაფხულის დადგომასთან ერთად გაახარებს და პირიქით, თითოეულ წვიმის მოსვლას იზეიმებენ.- ეს ვიფიქრე თუ არა ჟუჟუნა წვიმამ გამომაფხიზლა და მართალი აღმოვჩნდი. ლოკომ და კინომ სიხარულით დაიწყეს ხტომა და ალბათ მოხუცებულებმა ბავშვებივით ატეხეს ხმაური.

სიდონია ტალიაშვილი







ლოკოკინა
ლოკოკინა... თითქოს მორცხვია, ყოველთვის თავის ნიჟარაში იმალება და თავს იცავს. ძალიან უცნაური გარეგნობა აქვთ, ფერადი, იდუმალი, განსხვავებული... რაიცი რა ხდება მათ თავში... იქნებ მარტოსულია. წევს თავისთვის ყვავილის ყუნწზე გაუნძრევლად. ეშინია, იმალება, საფრთხე მაინც დიდია. შეიძლება ბავშვი გასართობად მივიდეს და ჩამოაგდოს, მაგრამ მას ხომ ტკივა. ფეხს აბიჯებენ, ისიც ხომ ისე კვდება როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. იქნებ მათაც უხარიათ გაზაფხულის დადგომა, ნაირნაირ ყვავილებს რომ უყურებენ, გაზაფხულის წვიმაში უყვართ იქნებ ნებივრობა. მის მოკლე ცხოვრებას ხალხი უფრო უსწრაფებს და სწორედ ამიტოა სულ თავისთვის რომ იმალება შეშინებულები მორცხვად.
ლოკოკინა... ფერადი... იდუმალი... იქნებ მორცხვი, იქნებ მშიშარა...
ანა ცაბაძე















**"
ბუნების კოლიზეუმი
გადმოგვყურებენ, სიცოცხლით სავსე ბუნების შვილები, გვიყურებს ის ვარსკვლავი ფოთოლის თვალით, მთვარე იმალება, მხოლოდ მაშინ ჩნდება როდესაც ჩრდილი იკავ კიებს ბუნებას, მზე კი ისვენებს, ხარობს ხალხი, ხარობს მიწა და     მშობელი. ღრუბელი დაფრინავს, დროშა ფრიალებს, იღვიძებს ბუნება. აგური აგურს ეუბნება, ეჰ ჩვენი დრო ნელ-ნელა იწურება, სადღა გვაქვს ძალა, მიტოვებულსა თუ ვეხმარებით, მეტს რას ვიზამთ ამ სამყაროში? მეორემ უპასუხა: ეს არის ჩვენი ბოლო მიზანი, არ უნდა დავნებდეთ ასე ადვილად, შეიძლება არ იყოს ბევრი, მაგრამ მაინც საქმეა. ჩატეხილი შუშა, დანგრეული კედელი, ერთმანეთს ერწყმებიან და ქმნიან წინაპართა ისტორიულ ქმნილებას სადაც ხე ყვავილობს..
გიორგი ნადარაია


***

суббота, 1 декабря 2018 г.

ლექსის წერას ვსწავლობთ









და აი, შედეგიც....


გუნდური ლექსი


ნაწვიმარი ქალაქი,
ნაყვითლარი ფოთლები.
არაფერი იცვლება,
სიყვითლისგან ვღონდები.
მოსაწყენი სამყარო
და უაზრო ფიქრები.
უმნიშვნელო სიცოცხლით
იმედიც კი მიქრება...
ბურუსში იკარგება
ბედნიერი წუთები,
კარს არ მიღებს მსოფლიო
და სიზმრებში ვბრუნდები.
სევდიანი გონება,
მოღუშული პირები...
შენ მოდიხარ უეცრად,
გადარჩენას მპირდები...



воскресенье, 14 мая 2017 г.

..სხვანაირი'' ლექსი

ძირითადად, ბავშვები ფიქრობენ, რომ ლექსის ყოველ სტრიქონში მარცვალთა რაოდენობა ერთნაირი უნდა იყოს. ამჯერად შევეცადეთ, სწორედ ეს მითი დაგვერღვია და დაგვეწერა განსხვავებული ლექსი.




пятница, 24 марта 2017 г.

ვისწავლეთ ტრიოლეტიs დაწერა!

შევისწავლეთ სალექსო ფორმები...
დავაკვირდით ტრიოლეტებს და ამოვიწერეთ ტრიოლეტის ,,ფორმულა'' - მათემატიკოსებს, ხომ ყველაფერი ეადვილებათ, რაც ფორმულებს უკავშირდება! :)
და აი, ფაქტი სახეზეა - არაჩვეულებრივი შედევრიშევქმენით გუნდური მუშაობით.




საშინაო დავალებაც საინტერესოა - მოსწავლეები შეეცდებიან, დააკვირდნენ სონეტებს და ამოიწერონ ფორმულა... ასევე შესწავლილ სალექსო ფორმის გამოყენებასაც შეეცდებიან და შემდეგ პარასკევს, ვიმედოვნებ, ახალი შედევრებით გამაოცებენ :)

ტრიოლეტი ჯგუფური
გადაფურჩქნილა ვარდისფრად ნუში,
მოდის ამინდი ფარისეველი.
თითქოს სინათლე მაკლეა გულში,
გადაფურჩქნილა ვარდისფრად ნუში.
მენატრებოდა ეს სუნი გუშინ
და დღეს სიხარულს აღარც კი ველი.
გადაფურჩქნილა ვარდისფრად ნუში,

მოდის ამინდი ფარისეველი.

რა თქმა უნდა, პატარ-პატარა მუზები სახლშიც გავაყოლე :) და აი, შედეგიც:
(ერთი ტრიოლეტი მსგავ თემაზე უნდა შეგვექმნა, პირველი ორი სტრიქონი ერტად მოვიფიქრეთ და სახლში უნდა დაემთავრებინაც... დანარჩენი კი უკვე მუზუს სიმძლავრეზე იყო დამოკიდებული :) 

ქეთი გიგინეიშვილი მე-8 კლ.

ტრიოლეტი 1
ეზო ვარდისფრად გადაპენტილა,
ჩემი სული კი სიმშვიდეს ითხოვს.
მთებიდან თოვლი ჩამობერტყილა,
ეზო ვარდისფრად გადაპენტილა...
ამის დანახვით გული მეტკინა,
მე თოვლის ტკბილი სიზმები მიხმობს.
ეზო ვარდისფრად გადაპენტილა,
ჩემი სული კი სიმშვიდეს ითხოვს.



ტრიოლეტი 2
რას მეუბნევა შენი თვალები?
თუ არა იმას, რაც შენს გულშია...
შენ ვერ გიშველის ჭრელი კაბები.
რას მეუბნევა შენი თვალები?
ბედნიერება განა ფულშია?!
ჩვენს გრძნობებშია ამოცანები...
რას მეუბნევა შენი თვალები,
თუ არა იმას, რაც შენს გულშია!!!
  


ქეთი უკლება

გადაპენტილა ვარდისფრად ეზო,
 ჩემი სული კი სიჩუმეს ითხოვს.
რას ვაკეთებდით წინა წელს მახსოვს…
 გადაპენტილა ვარდისფრად ეზო.
ჩუმად ვიჯექი ხის ძირას მახსოვს..
და ყველაფერი ჩერდება თითქოს..
 გადაპენტილა ვარდისფრად ეზო,
 ჩემი სული კი სიჩუმეს ითხოვს.