вторник, 21 марта 2017 г.

ისევ ვთამაშობთ







შეგახსენებთ თამაშის პრინციპს: ვასაზელებთ თემას და ვთანხმდებით, თუ რა მხატვრული ხერხი უნდა გამოვიწყნოთ, ან რა სახის ტექსტი უნდა შევქმნათ - მხატვრული, ესეისტური და ა.შ.
მოსწავლე წერს ერთ ან რამდენიმე ფრაზას და ფურცელს გადაკეცავს, რათა შემდეგმა მოსწავლემ ვერ დაინახოს რა წერია. შემდეგ ისიც დაწერს და ისევ გადაკეცავს... ასე ტრიალებს ფურცელი ორ წრეზე მაინც. ამტავრებს ის, ვინც დაიწყო. არავინ იცის, რა გამოვა ბოლოს - ზოგჯერ სასაცილო, ზოგჯერ ალოგიკური და უფრო ხშირად კი მშვენიერი და ,,შეკრული'' ნამუშევრები :)
ჯგუფური სამუშაო
თემა-ცა
ხერები-მეტაფორა
ცა უსასრულო სივრცე, დიდი ოთახი სადაც მზე 
დილაობით ბინას იდებს და ნათურასავით ანათებს.
ცა სიცოცხლეა, ცა დიდი ზღვაა, მივდივართ და ვტოვებთ ნამს
მზიან ამინდში ცა უცოდველი ბავშვია, ახალდაბადებული, ლაღი
ცა წითლად შეღებილიყო და იცინოდა  როგორც ბოროტი
და ცა ისეთი ლამაზია ღამით, რომ ყურებით ტკბები, ვარსკვლავები- ლურჯ იატაკზე მიმოფანტული მძივები და მთვარე დაკარგული ცალი საყურე
ვერავინ დამადანაშაულებს იმაში,რომ მე ამას ვფიქრობ. 
ცა ღრუბლებზე მოკიაფე ვარსკვლავია, რომელიც თვალებში შემოგვციცინებს.
ცის ყურება საოცრებაა, როცა ბალახებში წევხარ მის ყურებაში 
გეძინება და ეფლობი ცის ბალიშებში საიდანაც მოხვედი 
და ახლა შეიძლება უკან ბრუნდები.
უყურებ ოცნებებში ვარდები, ფიქრობ კარგზე, 
თუნდაც რაღაც ცუდი მომხდარიყო ამ დღის განმავლობაში 
და ბრუნდები ცაში-საკუთარ ოჯახში

(წითელი-ქეთი გიგინეიშვილი
ლურჯი-ქეთი უკლება
იასამნისფერიი-ანა რცხილაძე
მწვანე-ანა დარძულიძე)


გაზაფხული//ნებისმიერი მხ. ხერხი.
  აი ბუნებაც იღვიძებს, ხეებზე კვირტებიო სკდება, ცივი ნიავი სათუთად გვეფერება კანზე და გვეუბნება- ,,გაღვიძების დროა“. ხეები ახალ კაბებს იზომავენ...
  გაზაფხული სიყვარულის დროა. დრო როდესაც ვარდისფერი ყვავილებით ირთვება ტყეები, ხეები... გაზაფხული ისეთია, ცაზე ღრუბლების ნარნარს გაიგონებ.
  და აი, დადგა გაზაფხული! ყველასათვის საყვარელი დრო, მზესავით ნათელი...
  პირადად მე ძალიან კრიტიკული ვარ გაზაფხულის მიმართ. არ ვთვლი, რომ იმდენი ყურადღების ღირსია, რამდენსაც ღებულობს. იგი ლამაზი და ნათელია, მაგრამ... არ ვიცი ზუსტი მიზეზი არ მაქვს. გაზაფხული ზაფხულსაც გავს, სადღაც, რაღაცაში...
  ,,გაზაფხული შემოსულა, ლენ!
 რია-რია აუტეხავთ ჩიტებს,
 მე გიყიდი წითელ-ყვითელ ჩითებს,
 თეთრი ტილო მომიქარგე შენ.’’
  მთებმა თეთრი ქურთუკი გაიხადეს და ახალი მწვანე იყიდეს, უფრო გვიხდებაო. ხანდახან ცა ურჩხულივით მოიღუშება, მაგრამ ამას არ აქვს ცუდი შედეგი - ბოლოს ხალხი მორბის წვიმაში, ფეხებს ატყაპუნებს...
  გაზაფხული ისეთი ლამაზია როგორიც მზესუმზირა, რომელიც მზეს უმზერს და ისეთივე მახინჯი, როგორიც დანგრეული სახლი ჩვენი სკოლის ეზოში.
  რა ჯობია ამ სიმწვანის ყურებას, ჩიტების დაბრუნების ყურებას, ჭიკჭიკის მოსმენას...
  ვუბრუნდებით შედარებით არაჩვეულებრივ განწყობას გაზაფხულზე. მას მინუსებიც აქვს: მუდმივი წვიმები, ცვალებადი ამინდები და მთელი მარტის თვე.
  სიმწვანე, პეპლები, მზე, ყველაფერი ლამაზი...  ,, ნეტავ საიდან მოდის ეს სილამაზე? ან სად მიდის? თუ იკარგება?’’
  და აი მთავრდება დღე და ყველა სიზმარში უყურებს მომავალ გაზაფხულის დღეს, ფიქრობს რა უნდა მოხდეს ხვალ, ყველაფერი აღმაფრთოვანებელი მოხდა გაზაფხულის პირველ დღეს...


ოცნება//შედარება
   ოცნება თითქოს ადამიანის ფანტაზიის ნაწილია.
  ფრინავ ცაში, როგორც პატარა ბეღურა, თვალებს აპყრობ ცაში და კარგზე ფიქრობ, ოცნებობ, გარეთ ხმა წყდება, თითქოს ტელევიზორი გათიშეს და ოთახი დადუმდა, შენ კი შენს თავში დადიხარ.
   ჩემი ოცნებები ღრუბლებს ჰგავს, რომელიც ერთ დღეს ერთ ადგილასაა, მეორე დღეს კი სადღაც იარება. იფანტება, თითქოს არასდროს  ასრულდება. კიდევ ჩემს ფერად-ფერად ტანსაცმელს გავს, რომლებსაც ბოლოს ფერი გასდის.
  რა იქნებოდა რომ არ არსებობდეს ოცნება? რა იქნებოდა ამ საოცრების უნარი რომ არ არსებოპბდეს? ის ხომ კოსმოსივითაა... უსასრულო!
  ოცნებები შეიძლება იყოს უსაფუძვლო და საფუძვლიანი. ვფიქრობ, რომ არ არის უსაფუძვლოდ ოცნება კარგი. უსაფუძვლო ოცნება იგივეა, რაც წყლის დანაყვა, მაგალითად...
  ოცნება როგორც ჩვენი ფანტაზიის და შინაგანი სურვილების რთობლიობა.
  ოცნებების გარეშე ყოფნა თითქოს ცარიელი ოთახია, რომელსაც აკლია სიხარული. ადამიანი ოცნების გარეშე იგივე, რაც ბაღი ბავშვების გარეშე.
  ჩემი ოცნება პარაშუტით ფრენაა... როდესაც ქალაქს რომელიც ოდესღაც გიყვარდა გადაჰყურებ სიძულვილით, რომელიც შენს გულში ბევრია...
    როდესაც ოცნებობ, თითქოსდა კოსმპოსში იკარგები... თითქოსდა აქაურობას წყდები...
  საფუძვლიანი ოცნებისკენ უნდა მიისწრაფოდე, ყველაფერს უნდა აკეათებდე მის ასასრულებლად. დაახლოებით ისეთივე, როგორიც დასახული მიზეზი, ოღონდ უფრო გრანდიოზული, უფრო დიდი...
  არ იკარგება და მიდის შორს, შორს და დაუსრულებლად!



ფული//მსჯელობა
  რა არის ფული? ქაღალდზე, რომელიც სულ რაღაც ლარი ღირს, დაწერილი რიცხვები, რომლებსაც შეუძლია შენი ცხოვრება უფსკრულში ჩაძიროს.
  ფული თითქოსდა არაფერია, უბრალო ქაღალდი, მაგრამ სინამდვილეში პირანიასავით ჭამს შენს პატიოსნებას!
  ,,ფული ჯოჯოხეთს ანათებსო“ ნათქვამია. ფულს, წოდებას, ტიტულს დიდი ძალა აქვს. ფული- ეს ქაღალდის ან რკინის პატარა ნაჭერი ადამიანს ისე ახარებს...
  ფული, ერთ ქაღალდის ფურცელი, რომელიც ბევრი ადამიანის აზრს ცვლის, რაღაცას უკეთესობისკენ, მაგრამ რაღაცას უარესობისკენ!
  ფული- მის გარეშეც არაფერია, მაგრამ მასთან ერთად მოქცევის წესიც უნდა იცოდე. არა ურჩხულივით ყველაფრის შთანთქმა, არამედ ხელის გაწოდება, ხალხის გვერდში დგომა.
  თითქოს არაფერს, როგორც წეღან ვთქვი უბრალო ქაღალდს, რამდენი რამე შეუძლია? რამდენ რამეს აკეთებს კარგს და რამდენს ცუდს. მორიარტს გავს შერლოკის მიმართ.
  იგი ყველას უნდა, და არავინ არ ფიქრობს (თავიდან!) თუ რა შეიძლება უქნას... ან რას უშვრება.
  ფული ისევე სწრაფად შეიძლება წაგერთვეს, როგორც მოგეცეს... ამიტომაც არ ვიყოთ მასზე ჩაციკლულები, ჯობია რომ დავაკვირდეთ მუდმივ რაღაცეებს, თუნდაც ძალიან ჩვეულებრივს...
  ის რაც ძალიან გვჭირდება მაგრამ ვირაცისთვის ძნელი მოსაპოვებელია. ის რაც ადამიანებს თვალებს უბრმავებს.
  ზოგიერთისთვის ეს ისეთი რამეა, რომ თითქოს ყველაფრის მარჩენალია, მაგრამ ფულით ნაყიდი მხოლოდ ნივთია გამოსაყენებელი.
  და საბოლოოოდ, ფული ყველაზე მნიშვნელოვანი უმნიშვნელო რაღაცაა, რაც ადამიანს გამოუგონია.












Комментариев нет:

Отправить комментарий