вторник, 1 марта 2016 г.

ლიტერატურული ექსპერიმენტი

ლექსისი ვერსიფიკაციის შესწავლასთანს ერთად რამდენიმე ლიტერატურული ექსპერიმენტიც ჩავატარეთ, მათ შორის ყველაზე საინტერესო  გუნდური ლექსი.


კლასში დაწერილი ტრიოლეტი 

შავი ფერია წუხილი,
იგი ცხოვრების მეხია.
გაისმის გულში ქუხილი...
შავი ფერია წუხილი.
არავინაა გულგრილი,
ფიქრი მე გამიჩეხია.
შავი ფერია წუხილი, 
იგი ცხოვრების მეხია.



ქეთი გიგინეიშვილის ლექსები

ტრიოლეტი

ცოდნა გზა არის ყველასი, 
და მის გარეშე ძნელია.
ცოდნისთთვის ვიბრძვით ჩვენ აწი,
ცოდნა გზა არის ყველასი,
ცოდნა მაშველი ხელია
და საყრდნობია ყველასი.
ცოდნა გზა არის ყველასი 
და მის გარეშე ძნელია.


დავასახელეთ თემა - გაზაფხული - და საშინაო დავალებად დავწერეთ ლექსები

ლექსი-1
გაზაფხული
ნახეთ, გაზაფხული დადგა,
მზემ გაშალა ღრუბლის ფარდა,
ეს ცივი სერი ბუნება
ვით ხალხის ცუდი გუნება
გაზაფხულმა გაანათა
და ტყის გარეთ გააგზავნა.
ხის ძირას ბელი იღვიძებს
ამთქნარებს ძალას იღვივებს
აქ მერცხალი გადმოფრინდა
იქეთ წყარო გამოფხიზლდა
ყვავილები სველი კაბით
ჩაეჭიდნენ ცეკვის აბმით
ჭვიმა წკაპ-წკუპს გაიმღერის
და ბარისკენ გაიცქერის
ფანჯრებთანაც  იპარება
მონა ბროლით  იფარება
ჩიტი ხეზე დაასკუპდება
წარმოდგენაც დასრულდება


გუნდურად მოვიფიქრეთ პირველი წინადადება და სახლში უნდა გვექცია პოეტურ ტექსტად

ლექსი-2
თუჯისფერ ციდან ეშვებოდა რძისფერი წვიმა
ღრუბლის წაღიდან სმენას მიხშობს უხეში ხვრინვა
ჩემი ოცნება გადაიქცა ნაცრისფერ კვირად
თეთრმა ბალიშმა ალმასის მეხი დაისვა შვილად
სიჩუმემ დიდმა დაისადგურა უბანში მალე
ქარის მეუფემ გაისწორა ლამაზი კარე
თავის კისერზე ჩამოიკიდა წვეთები დიდი
და სა,კაულმა კისრის კიდეზე გაიდო ხიდი
შავმა ეშმაკმა დაამარჩხა კეთილი დილა
გაბზარა დიდი ყინულის ბროლით მორთული მინა
მინდა ავდგე და დავიყვირო -მიშველეთ ხალხო
მოვიდნენ ჩემთან და დამაწყნარონ ნუღელავ კარგო
თუჯისფერ ციდან ეშვებოდა რძისფერი წვიმა
ღრუბლის წაღიდან სმენას მიხშობს უხეში ხვრინვა