вторник, 25 ноября 2014 г.

ახალი სტუმარი



გაცნობებთ, რომ მომავალ ოთხშაბათს - 3 დეკემბერს - დაგეგმილია შეხვედრა ბატონ რეზო ჭეიშვილთან.


გაეცანით მის შემოქმედებას და დაწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები!

შეგიძლიათ, დაიხმაროთ შემდეგი ბმულები:

ბიოგრაფია;

მოკლედ ინფორმაცია და ბიბლიოგრაფია.

ნაწარმოებები: 1,  2,

საინტერესო

ლინდა გიორგაძე 42-ე სკოლაში

როგორც დაგპირდით, ლინდა გიორგაძე გვესტუმრა ლიტმცოდნეობის გაკვეთილზე და თავისი შემოქმედება გაგვაცნო.... მოსწავლეები მოხიბლულები დარჩნენ...
ლინდა დაგვპირდა, რომ მომავალშიც გვესტუმრება და თავსი პოეტ მეგობრებსაც გაგვაცნობს :)












пятница, 21 ноября 2014 г.

ახალგაზრდა პოეტი- ლინდა გიორგაძე

მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ლინდა გიორგაძე ჩემი ყოფილი მოსწავლეა (სულ ორიოდე წელია, რაც სკოლა დაამთავრა. დღეს წარმატებული სტუდენტია) და ეს მეამაყება!

წაიკითხეთ მისი ლექსები

თქვენ მთხოვეთ ახალგაზრდა პოეტების გაცნობა... მალე ლინდა და მისი მეგობრები სკოლაში გვეწვევიან :)

ვახტანგ ჯავახაძე

ჩემო პატარა მეგობრებო, მინდა გაგაცნოთ ჩემი უსაყვარლესი ლექტორი, არაჩვეულებრივი პიროვნება, ყველასთვის კარგად ნაცნობი ,,უცნობის'' ავტორი, შესანიშნავი პოეტი 
ვახტან ჯავახაძე.







მოსწავლეების თხოვნით

აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ კახას და დათოს ლექსები!!!

четверг, 20 ноября 2014 г.

დავით რობაქიძე, კახა კახიძე

ეს იყო მეტად საინტერესო 45 წუთი. სკოლაში მოვიწვიეთ პოეტები: დავით რობაქიძე და კახა კახიძე.
მოსწავლეები არ იცნობდნენ მათ შემოქმედებიბას და პოეტების მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა მეტად შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა. ბავშვებს გაუჩნდათ უამრავი შეკითხვა შემოქმედებით პროცესთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც საინტერესო დიალოგი შედგა.
მოსწავლეებმა დაწერეს შთაბეჭდილებები.
















შთაბეჭდილება

      









ექსპრომტი


კახა კახიძის ხელნაწერები








ვკითხულობთ, ვფიქრობთ, ვაანალიზებთ...